суббота, 3 октября 2009 г.

1.პროექტის სახელი სამტრედიის დენდროლოგიური ბაღი.

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით.სამტრედიის დენდროლოგიური ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქცია.მოსწავლეთა ჩართვა ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.

3.პროექტის სრული აღწერა. სამტრედიის დენდროლოგიური ბაღი მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში,მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე,სანაპიროს ქუჩაზე.მას 3,5 ჰექტარი უკავია.1992 წლის 1 იანვრის აღწერით დენდროლოგიურ ბაღში 333 სახეობის და ჯიშის უნიკალურ მცენარეთა 7000-მდე ეგზემპლარი იყო.
დღეს ბაღი გავერანებულია.
ჯანსაღი ბუნებრივი გარემოს შექმნაში დიდია ბიოლოგიური რესურსების როლი.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყე.მას სამართლიანად უწოდებენ ჟანგბადის ფაბრიკას.დენდროლოგიური ბაღი შველას ითხოვს.
პროექტის I ეტაპზე მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას,ჩაატარებენ კვლევას ბაღის დღევანდელი მდგომარეობის დასადგენად,შექმნიან ბიუჯეტს,მოახდენენ ტერიტორიის აგეგმვას,საზღვრების მონიშვნას,მცენარეთა ჯიშების ინვენტარიზაციას.
II ეტაპზე დაიწყება ღობის გასამაგრებელი სამუშაოები,ტერიტორიის გაწმენდა ეკალ-ბარდებისაგან,ხმელი ტოტებისაგან,ნიადაგის სტრუქტურის შესწავლა,ბილიკების აღდგენა.
III ეტაპზე დაიწყება ფანჩატურების მოწყობა,შადრევნების გაკეთება,მცენარეთა ახალი ჯიშების შემოტანა, ნერგების გამოყვანა,გარე განათების გაკეთება,ქალაქის ცენტრიდან რეგულარული ტრანსპორტის დანიშვნა.
4.მონაწილეთა ასაკი.15-16 წელი.X კლასის მოსწავლეები.
5.ვადები/ხანგძლივობა.ერთი სასწავლო წლის მანძილზე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.მოსწავლე აგროვებს გეოგრაფიული კვლევისათვის საჭირო ინფორმაციას.
.ადგენს შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკს და იცავს თანმიმდევრობას.
.დასახული პრობლემების გადაჭრის მიზნით ლოკალურ გარემოში მოიძიებს ფაქტობრივ მასალას.
.თემის ირგვლივ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნის გეოგრაფიულ მონაცემთა ბანკს. .გეოგრაფიული გეოგრაფიულიკვლევის განსახორციელებლად აანალიზებს და ამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას.მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას,დამუშავებას,დახარისხებას,თანამშრომლობას,კვლევას,ბუნების რაციონალურ გამოყენებას.
8.სარგებელი სხვებისთვის.აღდგენილი ბაღით ისარგებლებენ მეზობლები,ქალაქის მოსახლეობა,სტუმრები.

9.სამუშაო ენა.ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.სამტრედიის №1საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები და გეოგრაფიის მასწავლებელი.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.ბიოლოგიასთან კავშირი
12.პროექტის ფასილიტატორი.მარინა ნადირაძე.
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა.www.dendrologiuriparki.blogspot.com
14.პროექტის ფორუმი.
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.